ეს იყო მშიერი ხალხის ე.წ. კულტურის მინისტრი. საერთოდ, რას წარმოადგენდა თინა რუხაძე და რამდენმა მოქალაქემ იცოდა მისი სახელი და გვარი?!, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თინათინ რუხაძე მშიერ ადამიანებს ანახებდა იმას, რომ ის დადიოდა ძვირად ღირებული ბრენდებით და ცხოვრობდა "ლაქშერული" ცხოვრებით.

"საერთოდ, რას წარმოადგენდა თინა რუხაძე და რამდენმა მოქალაქემ იცოდა მისი სახელი და გვარი?! დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა არავინ. კულტურის მინისტრი იყო ამდენი ხანი და ამ ადამიანმა საქართველოს მოსახლეობას თავი დაამახსოვრა მხოლოდ იმით, რომ საქართველოს მშიერ მოქალაქეებს, რომლებმაც როგორ უნდა გაიტანონ თვიდან თვემდე თავი, როგორ უნდა გადაიხადონ კომუნალურები არ იციან და რომლებსაც თვიდან თვემდე მშიერი დაჰყავთ შვილები, ამ ადამიანებს ანახებდა იმას, რომ ის დადიოდა ძვირად ღირებული ბრენდებით, ცხოვრობდა "ლაქშერული" ცხოვრებით და ეცვა მრავალათასიან ლარად, დოლარად თუ ევროდ ნაყიდი ტანსაცმელი - ეს იყო მშიერი ხალხის ე.წ. კულტურის მინისტრი", - განაცხადა ანა წითლიძემ.