ამ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის აფასებს 2024 წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობას, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიშში საუბარია მათ შორის ვანდალიზმის ფაქტებზეც.

"საუბარია იმ ვანდალიზმის ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2024 წლის განმავლობაში, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ ოფისებს თავს დაესხნენ, ასევე მათ საკუთრებას და სახლებს.

ამ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის აფასებს 2024 წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობას და ყველა ის მწვავე საკითხი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო დოკუმენტირებული თუ საზოგადოებისათვის იყო ამაზე ინფორმაცია მიწოდებული, ძირითადად ასახული არის ამ ანგარიშში", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიშს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს, სადაც საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებზე და მედიაგარემოს მდგომარეობაზეა ყურადღება გამახვილებული.