ყბადაღებული თემა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, რუსეთს იმიტომ სჭირდება, რომ სავაჭრო თემად დაიტოვოს ცხინვალი და აფხაზეთის რეგიონიც კი, - ამის შესახებ მოძრაობა "ფარის" დამფუძნებელმა გიორგი თავდგირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვერაფერი შეინარჩუნოს.

"რუსეთი ვერ წარმოიდგენდა, რომ ასეთი გეოპოლიტიკური ტექტონიკური ძვრები მოხდებოდა კავკასიაში და ფაქტობრივად, რუსეთი კარგავს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ თუ ის სამხრეთ კავკასიიდან განიდევნა, ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ ის სამხრეთ კავკასიაში ვერაფერს ვერ შეინარჩუნებს. მას პრობლემა ექნება ჩრდილოეთ კავკასიაშიც კი. 

ყბადაღებული თემა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, რუსეთს იმიტომ სჭირდება, რომ სავაჭრო თემად დაიტოვოს ცხინვალი და აფხაზეთის რეგიონიც კი.

ის მზად არის, გავლენისთვის ყველაფერი გააკეთოს, რომ შეინარჩუნოს ცხინვალი და აფხაზეთი იმიტომ, რომ ეს არის ე.წ. ჩაუძირავი ავიამზიდები და გარკვეულწილად, ეს სამხედრო ინფრასტრუქტურა მას გავლენის შენარჩუნებას მისცემს.

რაც შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებას, ზანგეზური წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე. ბრძოლა ძლიერი ეკონომიკური სარტყელისთვის რუსეთთან და ჩინეთთან მიდის  გადის საქართველოზეც იმიტომ, რომ საქართველოს გარეშე ეს ყველაფერი აზრს კარგავს", -  განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.