აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გვეუბნება ერთ რამეს, რომ "ქართული ოცნება" არის პოლიტიკურად კეთროვანი, რაც იმას ნიშნავს, რომ რაიმე სახის პერსპექტივა ტრამპის ადმინისტრაციასთან იმ შეფასებების მერე, რაც ჩვენ ვნახეთ ანგარიშში, არის შეუძლებელი, -  ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო პარტნიორის გარეშეა დარჩენილი სამხრეთ კავკასიაშიც კი.

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გვეუბნება ერთ რამეს, რომ "ქართული ოცნება" არის პოლიტიკურად კეთროვანი, რაც იმას ნიშნავს, რომ რაიმე სახის პერსპექტივა ტრამპის ადმინისტრაციასთან იმ შეფასებების მერე, რაც ჩვენ ვნახეთ ანგარიშში, არის შეუძლებელი. ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში, მათი პირველი ოფიციალური და დეტალური შეფასება საქართველოში არსებული ვითარებისა, რაც იშვიათია. იშვიათად მახსენდება ამ ფრაზეოლოგიით შექმნილი ანგარიში. "ქართული ოცნება", რომ პოლიტიკურად კეთროვანია, ამაზე მოწმობს ის, რაც მათ გააკეთეს უკრაინასთან მიმართებაში. მე არ შემიძლია არ ვთქვა, რამხელა ამორალობაა ის, რაც მათ ჩაიდინეს. მათ ჰგონიათ, რომ ყველაფრის ყიდვა და გაყიდვა შეუძლიათ და შეუძლიათ სხვისი უბედურებით ვაჭრობაც. ახლა რასაც აკეთებს ქალაქის მერი წინასაარჩევნო კამპანიისთვის, ეს არის სხვისი უბედურებით ვაჭრობა და სპეკულაცია, ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი უზნეობა. კალაძე რომ ამას ჩადის, ეს კი არ არის პრობლემა, ამას რომ მომხმარებელი ჰყავს საქართველოში, ესაა პრობლემა.

რაც შეეხება ყაველაშვილის ვიზიტს თურქეთში, მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოღონდ ვინმემ სადმე ხელი ჩამოართვათ, ვინ დაეძებს, თავქუდმოგლეჯილები გარბიან. რაც შეეხება თურქეთის პოზიციას, რაც გავიგეთ არის ის, რომ  მაინცდამაინც დიდად კმაყოფილი ყაველაშვილი ვერ უნდა დაბრუნებულიყო თურქეთიდან ამ ვიზიტით. საქართველო იმყოფება  პარტნიორების გარეშე არა მხოლოდ ევროკავშირის ან აშშ-ის, არამედ კავკასიაში. როდესაც სამხრეთ კავკასიის ორი სახელმწიფო ღიად დაადგა პროდასავლურ კურსს და გაამწვავა რუსეთთან ურთიერთობები აზერბაიჯანთან, ჩვენ ამასაც ვერ ვაკეთებთ", - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.