ჩვენ მოწმეები ვართ ხელისუფლებასთან ინტეგრირებული და მეტიც, ხელისუფლებაზე დომინანტური ჯგუფების, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში სრული კრიმინალიზაციაა.

"ბიძინა აღმოჩნდა გადაულახავი ძალის პირისპირ. ხელისუფლებაში სრული კრიმინალიზაციაა, ეს უკანასკნელ წლებში სრულიად აშკარად გამოჩნდა. ჩვენ ვხედავთ ამასთანავე, რომ ხელისუფლება არა თუ შორსაა კლასიკური კრიმინალისგან და შავი სამყაროსგან, არამედ ის ხელმძღვანელობს კრიმინალური მსოფლმხედველობით. ყველგან ჩაცუცქული "რაზბორკებით" წყვეტენ საკითხებს, მათ შორის მოსამართლეებიც. "ქართული ოცნება" არა თუ შორსაა ამისგან, არამედ მთლიანად ინტეგრირებულია და ეს კრიმინალური ჯგუფები დომინირებენ ხელისუფლებაზე, ისინი ეკონომიკურ სიკეთეებს აკონტროლებენ ძირითადად და შავი სალაროს ივსება მათი მეშვეობითა და ძალისხმევით.

სრულიად აშკარაა, რომ ჩვენ მოწმეები ვართ ხელისუფლებასთან ინტეგრირებული და მეტიც, ხელისუფლებაზე დომინანტური ჯგუფების", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.