ჩვენ დავაწესეთ სანქციები რვა ადამიანის მიმართ. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რომ რეპრესიები იყო საქართველოში, - ამის შესახებ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა არტურ გებალმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაფართოება არის პოლონეთის ერთ-ერთი პრიორიტეტი და პოლონეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს მხარდამჭერი ამ ძალისხმევაში.

"ჩვენ დავაწესეთ სანქციები რვა ადამიანის მიმართ. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რომ რეპრესიები იყო საქართველოში. შემოვიღეთ შემზღუდავი ზომები იმ პირების მიმართ, ვინც დგანან ამ რეპრესიების უკან.

ჩვენ არ ვართ მარტო ამ საკითხში, ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ გააკეთა იგივე. რაც შეეხება მათ გაფართოებას, ეს დამოკიდებულია საქართველოში ვითარებაზე. 

ჩვენ გვესმის, რომ რაც საქართველოში ხდება, არ არის ქართველი ხალხის არჩევანი, ჩვენ კი არ ვართ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, პირიქით, მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ ამავდროულად, რეაგირებაც უნდა გვქონდეს რეპრესიებზე. პოლონეთი არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ამჟამად. გაფართოება არის პოლონეთის ერთ-ერთი პრიორიტეტი. პოლონეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს მხარდამჭერი ამ ძალისხმევაში. ასე რომ, ჩვენ ველოდებით საქართველოს დაბრუნებას მოლაპარაკებებთან, რომ საქართველომ შეასრულოს პირობები. პირობები ყველა ქვეყანამ უნდა შეასრულოს, ასე იყო ჩემი ქვეყნის შემთხვევაშიც, როდესაც ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებას ვახდენდით. ასე რომ, პოლონეთი დაუჭერს ამას მხარს იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. 

რაც შეეხება ვარშავაში არმიწვევის საკითხს, ეს იყო 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შედეგი" , - განაცხადა არტურ გებალმა.