სომხეთში არიან ოლიგარქები, საქართველოში კი არის ერთი და უფრო რთულია. ეს კარგად გამოჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირველ პერიოდთან მიმართებაშიც, როდესაც ბადრი პატარკაციშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს ექიშპებოდნენ, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან სანიკიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ამ დროს უფრო მარტივად გადიოდა ქართული სახელმწიფო, ვიდრე მას შემდეგ, რაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი დარჩა თამაშში. 

"ჩემი აზრით, უკვე სამ ეტაპად შეგვიძლია ფაშინიანის მმართველობის დაყოფა: პირველი - როცა ქუჩიდან მოვიდა და რევოლუციური გზით შეცვალა ხელისუფლება, ამის შემდეგ იყო პერიოდი, რომ პრორუსული ძალებისგან ჯერ სახელისუფლებო ვერტიკალი გაეწმინდა, შემდეგ იყო 2021 წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ძალიან მალე ჩატარდა ყარაბაღში იმ სამხედრო კატასტროფის შემდეგ, რაც სომხეთს დაემართა და დიდწილად ეს იყო რუსეთის ბრალი და ახლა მესამეა ის, რომ მთლიანად ამ საზოგადოებაში გავლენიანი ჯგუფები ვინც არიან ინფილტრირებული რუსული სპეცსამსახურების მიერ, მათაც უნდა, რომ მოუღოს ბოლო, რათა მეოთხე ფაზა აღარ დასჭირდეს სომხეთს და მართლა გაივაკოს ამ სახელმწიფომ.

რაც შეეხება საქართველოს, აქ ერთი სხვაობაა საქართველოსა და სომხეთს შორის - სომხეთში არიან ოლიგარქები, რამდენიმე მაინცაა და ინტერესთა კონფლიქტებია მათში, საქართველოში კი არის ერთი და უფრო რთულია, ეს კარგად გამოჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირველ პერიოდთან მიმართებაშიც, როდესაც ბადრი პატარკაციშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს ექიშპებოდნენ, უფრო მარტივად გადიოდა ქართული სახელმწიფო, ვიდრე მას შემდეგ, რაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი დარჩა ამ თამაშში და სამწუხაროდ, ეს პრობლემა აქვს. 

შეიძლება 7 ნოემბერს მოხდა თავიდან აიცილებდა რუსული სცენარის, მე ამ აზრს ვიზიარებ, მაგრამ ათი ქვიდან, რასაც რუსეთი საქართველოს ესვრის, სამწუხაროდ, 9 თავში ხვდება და ვერაფერს ვერ იცილებს ეს ქვეყანა თავიდან", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.