სომხეთს ჰქონდა ისეთივე მნიშვნელობის არჩევნები, როგორიც იყო 2012 წელს საქართველოში, როდესაც მოდერნიზაციის და დემოკრატიზაციის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ უნდა მიეცათ ხმა, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთმა არ დაუშვა შეცდომა და ხმა დემოკრატიზაციას მისცა.

"სომხეთს ჰქონდა ისეთივე მნიშვნელობის არჩევნები, როგორიც იყო 2012 წელს საქართველოში, როდესაც მოდერნიზაციის და დემოკრატიზაციის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ უნდა მიეცათ ხმა. ამ შემთხვევაში, სომხეთმა, როგორც იქაურმა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, სომხეთმა არ გადადგა ის ნაბიჯი, როგორიც საქართველომ და ეს შეცდომა არ დაუშვა და ხმა მისცა დემოკრატიზაციას”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.