"ქართულმა ოცნებამ" ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება, -  ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

მისივე განცხადებით, პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატია ევროატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია.

"ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებასთან და "ქართული ოცნების" მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ეს საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია. პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატია ევროატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია. "ქართულმა ოცნებამ" ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება", - აღნიშნულია განცხადებაში.