ვიწყებთ თანხის შეგროვებას პოლიტპატიმრების ოჯახების დასახმარებლად, - ამის შესახებ "ოპოზიციური ალიანსის" წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შექმნილია QR კოდი, სადაც მსურველებს შეუძლიათ გადარიცხონ მცირედი თანხა.

"იმ ადამიანებს, ვინც აქ შევიკრიბეთ და მათ, ვინც ტელეეკრანებიდან გვიყურებთ, მინდა გითხრათ, რომ დღეს ვიწყებთ თანხის შეგროვებას პოლიტპატიმრების ოჯახების დასახმარებლად, რადგან ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. სავარაუდოდ, თქვენ ტელეეკრანებთან ხედავთ QR კოდს, რომელიც ძალიან კარგმა ადამიანებმა - სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს, სადაც თქვენ შეგიძლიათ გადარიცხოთ მცირედი თანხა და დიდი წვლილი შეიტანოთ პოლიტპატიმრების დახმარებაში. საბოლოო ჯამში - სოლიდარობა და ერთმანეთის მხარდაჭერა არის ერთადერთი გზა, რომელიც გაგვამარჯვებინებს!“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.