ევროპარლამენტის რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათის იქნება და მოწოდება იქნება ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოსთვის, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ მკაფიოდ აწვდის ინფორმაციას ევროპას, მსოფლიოს იმ რეალობის შესახებ, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში.

"ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ მკაფიოდ აწვდის ინფორმაციას ევროპას, მსოფლიოს იმ რეალობის, იმ სავალალო მდგომარეობის შესახებ, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში მაშინ, როდესაც ჩვენი უახლოესი პარტნიორები - მოლდოვა და უკრაინა, მიუხედავად ურთულესი მდგომარეობისა, აგრძელებენ აუცილებელი რეფორმების განხორციელებას. 

ჩვენ ვართ დღეს იმ ვითარებაში, რომ დღითი დღე უკან მიდის დემოკრატია, იზღუდება ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, რაც თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. 

ევროპარლამენტის რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათის იქნება და მოწოდება იქნება ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოსთვის, რომ აღნიშნული რეალობის გათვალისწინებით, რაც რეზოლუციაშია აღნიშნული, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.