მარტის მოვლენებში ერთადერთი მოძალადეც და მოღალატეც არის "ქართული ოცნება", ვინც მიიტაცა პარლამენტი, იძალადა კონსტიტუციაზე და იძალადა ხალხზე, - წერს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.

"ეხლა დაკავებულ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, არც "დროას" წევრია, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ.

ვეძებთ კონტაქტებს ოჯახთან და მათი სურვილისამებრ მათ გვერდში ვიქნებით.

ბრიუსელში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ დემონსტრანტების დაცვა იყო. ქვეყნის გარედანაც და შიგნიდანაც დავიცავთ მათ!", - წერს ელენე ხოშტარია 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დაკავებასთან დაკავშირებით.