დღეს თუ რამე ერთობას უშლის ხელს, არის დაუსრულებელი პარტიულ იდენტობაზე საუბარი და პარტიული თანამდებობები, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დიქტატურაში არანაირი პროგრამული მრავალფეროვნება არ არსებობს.

"ჩვენ ნახევრად გაფორმებული დიქტატურის პირობებში ვართ და ასეთ პირობებში შეუძლებელია, ოპოზიციური პარტიები ოპერირებდნენ, ისევე როგორც თავისუფალი მედია. დიქტატურას ებრძვი მხოლოდ ერთობის განცდით. დღევანდელ ოპოზიციურ პარტიებში არანაირი ერთობის განცდა არ არის. არჩევნები გააუქმეს და რომელი ამომრჩევლის მობილიზაციაზე ვსაუბრობთ. ამიტომ, დღეს თუ რამე ერთობას უშლის ხელს, არის დაუსრულებელი პარტიულ იდენტობაზე საუბარი. აღარ იქნება ეს იურიდიული გარსი, გააუქმებს ივანიშვილი. აღარ იქნება ნაჭუჭი, რასაც პარტიული გარსი ჰქვია და ნუღარც იქნება, ეგ გვიშლის ხელს. ხელს უშლის გაუთავებელი პარტიული თანამდებობები.

დიქტატურაში არანაირი პროგრამული მრავალფეროვნება არ არსებობს, ეგ არის თავის მოტყუება. ამიტომ, რაც ვერ მოვახერხეთ ჩვენ, ეს გამოწვევა უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად", - განაცხადა გიგი უგულავამ.