სანამ ქართველმა ხალხმა არ თქვა, რომ ეს არის საკმარისი და ამას ჩვენ ვეწინააღმდეგებითო, იქამდე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკაცრი ნაბიჯები არ ყოფილა და ეს უნდა გვახსოვდეს, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთისთვის გასაგებია, რომ საქართველოში ბრძოლაა რუსული გავლენების წინააღმდეგ.

"ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის გასაგები გახდა ჩვენი ბრძოლა. ადრე თითქოს, აღქმები იყო ისეთი, თითქოს ეს იყო არადემოკრატიული მთავრობა, რომელიც არღვევდა ადამიანის უფლებებს, ატარებდა არადემოკრატიულ რეფორმებს და საზოგადოება ამას წინააღმდეგობას უწევდა და ამიტომ იყო საპროტესტო აქციები. დღეს კი ყველასათვის ნათელია, რომ ეს არის რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლა და ამიტომაა, რომ მსოფლიოში არსებულ დისკუსიებთან ერთად ერთ-ერთი დისკუსიაა, რუსულ გავლენებს რას ვუშვებთ. ამ შემთხვევაში, საქართველოში არსებული ბრძოლა არის ზუსტადაც რუსეთის წინააღმდეგ. აღარ არის კითხვები, საქართველოს მთავრობა ამ ყველაფერს აკეთებს იმიტომ, რომ რუსეთის ინტერესებს და დავალებებს ასრულებს და ამიტომაა ჩვენ მიმართ ასეთი დიდი ყურადღება.

სანამ ქართველმა ხალხმა არ თქვა, რომ ეს არის საკმარისი და ამას ჩვენ ვეწინააღმდეგებითო, იქამდე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკაცრი ნაბიჯები არ ყოფილა და ეს უნდა გვახსოვდეს", - განაცხადა ეკა გიგაურმა.