ასეთ სიტუაციაში, როცა ივანიშვილის მთავარი მოტივაცია უკრაინელების სისხლზე ფულის გაკეთება, რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე ხელის მოთბობა, ერთადერთი სწორი ნაბიჯი ევროპის მხრიდან იქნებოდა ივანიშვილის დიქტატურის მიმართ ეკონომიკური სანქციების შემოღება, ისეთივე, როგორიც მოქმედებს ბელორუსის წინააღმდეგ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"რამდენიმე პოლიტპატიმრის გაშვება გასახარია, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ დიქტატურა ადგილებს ათავისუფლებს ახალი დაჭერებისთვის ამასობაში.

უნგრეთმა, რომლის წინა პრემიერი ორბანი, ივანიშვილის ფულზე იჯდა და სანქციებს ბლოკავდა თავისი პრორუსული პოლიტიკის ფარგლებში, ახლა რუსეთი გამოაცხადა საკუთარი უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხედ.

პრაქტიკულად იგივე თქვა რამდენიმე დღის წინ ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა, რაც კიდევ უფრო დრამატული შემობრუნებაა. ადრე პრორუსული გადახრის მქონე პრემიერმა ფიცომ გაამკაცრა ტონი რუსების მიმართ და მისმა მთავრობამ, რუსეთი სლოვაკეთში დივერსიების განხორციელებაში დაადანაშაულა.

ინგლისს ჰყავს ძალიან ანტი რუსულად განწყობილი ახალი პრემიერი ბერნემი, რომელიც არამხოლოდ რიტორიკას ამწვავებს, არამედ რადიკალურ ნაბიჯებს დგამს უკრაინის დასახმარებლად.

ამ პირობებში, ჭორვილური დიქტატურის მიმართულება აბსოლუტურ სიგიჟედ და ანომალიად ჩნდება. ის რომ დიქტატურის "პრემიერი" საჯაროდ ულოცავს უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს, იმის აღიარებაა, რომ ქართველების 90% უკრაინის მხარესაა, მაგრამ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, ქოცები ნახევარ ნაბიჯსაც არ დგამენ უკრაინის დასახმარებლად და ურთიერთობები გაყინულია, მიუხედავად კიევის მცდელობისა, რაიმე პროგრესს მიაღწიონ ამ ურთიერთობებში.

ასეთ სიტუაციაში, როცა ივანიშვილის მთავარი მოტივაცია უკრაინელების სისხლზე ფულის გაკეთება, რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე ხელის მოთბობა, ერთადერთი სწორი ნაბიჯი ევროპის მხრიდან იქნებოდა ივანიშვილის დიქტატურის მიმართ ეკონომიკური სანქციების შემოღება, ისეთივე, როგორიც მოქმედებს ბელორუსის წინააღმდეგ. 

ენის მოჩლექამ დიდი ხანია მოჭამა ჭირი და უკვე ღიად ამორალურად გამოიყურება. კონკრეტული ქმედებები ევროპის და ქართველი ხალხის ინტერესებშია", - წერს სააკაშვილი.