ყველასთვის გასაგები იყო, რომ მას ქვეყნისთვის არ უღალატია, არც ბიძინა ივანიშვილისთვის უღალატია და არც ბიუჯეტიდან თეთრი არ მოუპარავს, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განაცხადა.

ადვოკატი მოუწოდებს სახალხო დამცველს, რომ მოინახულოს ირაკლი ღარიბაშვილი და დაიცვას მისი უფლებები.

"ყველასთვის გასაგები იყო, რომ მას ქვეყნისთვის არ უღალატია, არც ბიძინა ივანიშვილისთვის უღალატია და არც ბიუჯეტიდან თეთრი არ მოუპარავს, შესაბამისად, ალბათ, გახდა საჭირო და ფაქტია, ასე იყო, შემონათვალშიც ეს იგულისხმება, რომ მას აუცილებლად კორუმპირებული ადამიანის სახელი უნდა დარქმეოდა, რათა ეს რეიტინგი გაენულებინათ და მას აღარ ჰქონოდა 1%-იანი შანსიც კი, გადაზღვევის მიზნით, რომ პოლიტიკაში მობრუნებულიყო.

მე მოვუწოდებ სახალხო დამცველს, თვითონ, ან მისი წარმომადგენელი შევიდეს ისევ. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ როდესაც მცირეწლოვან შვილებს სამი თვის განმავლობაში არ გაჩვენებენ და პაემანს გიუქმებენ, ეს მისი უფლებების დარღვევაა“, - განაცხადა ლილი გელაშვილმა.