წავა თუ არა ჯაფარიძე ციხეში, ამას ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი წყვეტს, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის შეთითხნილი ბრალდება.

"წავა თუ არა ჯაფარიძე ციხეში - ამას ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. ეს არის შეთითხნილი ბრალდება, ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება. ამ ე.წ. მოსამართლეს მოუწევს სისხლის სამართლის პასუხისგება იმიტომ, რომ ეს ხალხი რასაც აკეთებს და როგორც ამწარებს ხალხს, უნდა დაისაჯონ. ადრე თუ გვიან, ეს დრო დადგება. 

რაც შეეხება ე.წ. კომისიას, მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ამ ქვეყანაში შეიცვლება ხელისუფლება და პროდასავლური ძალები მოვალთ ქვეყნის სათავეში, პარლამენტში შეიქმნება ზუსტად ისეთი კომისია, რომელიც გამოიძიებს "ქართული ოცნების" ღალატის საქმეს" , - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს ეზოში კი პოლიციელები არიან მობილიზებული.