აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მაგალითია დამოუკიდებელი მედიისა და დისიდენტური მოსაზრებების ჩასახშობად, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლების განცხადებაშია აღნიშნული.

"ეს სასჯელი არაპროპორციულია, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მაგალითია დამოუკიდებელი მედიისა და დისიდენტური მოსაზრებების ჩასახშობად. ჩვენ მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სრულად პატივი სცეს საქართველოს წევრობის ვალდებულებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა წარდგენილი მუხლი გადაუკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო დამნაშავედ, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ.