ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის, ასევე მისი ყველა მორჩილის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი წერს.

მისივე თქმით, ტერორის გამოყენება ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების  პრორუსულ ბუნებას.

"ტერორის გამოყენება ოპოზიციონერი ლიდერების და მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ თავისუფლებას, აჩვენებს საქართველოს პრორუსული, არაკანონიერი ხელისუფლების ჭეშმარიტ ბუნებას. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის, ასევე მისი ყველა მორჩილის წინააღმდეგ", - წერს მარკო მიხელსონი.