პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ წულუკიანის კომისიაზე განაცხადა, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით, "ფართო კონტექსტის გასააზრებლად" ივანიშვილი, გავრილოვის ჩამომყვანი და მისი მასპინძელი უნდა გამოიკითხოს.

გარდა ამისა, გახარიას თქმით, უნდა გამოიკითხოს მაშინდელი გენერალური პროკურორი და სუსის უფროსი, რომელმაც "რისკები ვერ დააზღვია".

"ფართო კონტექსტის გასააზრებლად, ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი, გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი. ვთვლი, რომ უნდა გამოკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს. უნდა გამოკითხოთ სუსის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები... თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, ეს კომისია იქნება ნახევარისიმართლის კომისია, შესაბამისად ტყუილი სიმართლე", - განაცხადა გახარიამ.