დიპლომატი კონსტანტინე ქავთარაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტოვებს.

"გიდასტურებთ, რომ პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე საგარეო საქმეთა სამინისტრო", - აღნიშნა მან   "TV პირველთან". 

ქავთარაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიზეზებზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც კლინიკას დატოვებს. დიპლომატის განცხადებით, ის ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული, რადგან ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.

ქავთარაძე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან 1990 წლიდან თანამშრომლობს. ის სხვადასხვა წლებში იყოს საქართველოს ელჩი პოლონეთში, შვედეთში, ფინეთსა და კანადაში.