აქ უნდა იყოს სამედიცინო კონტროლი და შესაძლებლობა, რომ მოშიმშილე არ აღმოჩნდეს მძიმე მდგომარეობაში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოშიმშილეთა მდგომარეობა ამ დროისთვის ნორმალურია.

"თავს კარგად ვგრძნობთ, ჯერჯერობით სადარდებელი არ ვართ, მაგრამ არის გარკვეული ოფიციალური პროცედურები, რაც, იმედი მაქვს, დე ფაქტო ხელისუფლების პირობებშიც იქნება დაცული, ვგულისხმობ ჯანდაცვის სამინისტროს აუცილებელ ყურადღებას მოშიმშილეების მისამართით, რაც ელემენტალურია. აქ უნდა იყოს სამედიცინო კონტროლი და შესაძლებლობა, რომ მოშიმშილე არ აღმოჩნდეს მძიმე მდგომარეობაში.

ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, ეს უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში, თუ გვინდა რომ ამ ქვეყანას მომავალი ჰქონდეს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძემ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს. მათი მოთხოვნებია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.