ბრძოლა გრძელდება ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმრის გასათავისუფლებლად და რასაკვირველია, ბრძოლა გრძელდება საქართველოს გათავისუფლებამდე, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვისაც აქვს წაკითხული ორველის 1984 ან სხვა პოლიტიკური დისტოპიები, ყველა ხვდება, რა ხდება დღეს საქართველოში.

"ვისაც აქვს წაკითხული ორველის 1984 ან სხვა პოლიტიკური დისტოპიები, ყველა ხვდება, რა ხდება დღეს საქართველოში. მყარდება ერთპარტიული დიქტატურა, ეს არის ფარსი. რასაკვირველია, ზურა არის აბსოლუტურად უდანაშაულო.

ბრძოლა გრძელდება ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმრის გასათავისუფლებლად და რასაკვირველია, ბრძოლა გრძელდება საქართველოს გათავისუფლებამდე", - განაცხადა გია ჯაფარიძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.  

ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო წარუდგინეს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე მას 20 000-ლარიანი გირაო დააკისრეს, თუმცა ჯაფარიძემ მის გადახდაზე უარი განაცხადა. 22 მაისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე კი პროკურატურამ მისი დაპატიმრება მოითხოვა და სასამართლო დარბაზში დააკავეს.