“სოლიდარობას ვუცხადებ ნანუკა ჟორჟოლიანს და მადლობას ვუხდი მას და ყველა იმ ფონდს იმისათვის, რომ ისინი გვერდში უდგანან რიგით ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებენ მოღალატური კრიმინალური რეჟიმის მიერ არჩევნების გაყალბებას. მათი ეს ქმედება არ დარჩება შეუმჩნეველი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და საქართველოს კანონმდებლობითაც ძალიან მალე დაისჯებიან", - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

"პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო სადამსჯელო სპეცოპერაციას ნანუკა ჟორჟოლიანის და იმ ფონდების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს, სოლიდარობას ვუცხადებ მათ და მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ ისინი გვერდში უდგანან რიგით ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებენ მოღალატური კრიმინალური რეჟიმის მიერ არჩევნების გაყალბებას და ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ნორმალური ცენტრალური ადმინისტრაციის პირობებში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.

ამ რეჟიმის წარმომადგენლებს მინდა ვუთხრა, რომ ეს მათი ქმედება არც შეუმჩნეველი დარჩება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და არც დაუსჯელი საქართველოს კანონმდებლობის მხრიდან, როდესაც ამის დრო მოვა. მათი პატრონები ვერ გაიმარჯვებენ, სიმბოლურია, გუშინ პუტინმა საკუთარ ჯარს და ჩრ. კორეელებს  მიულოცა გამარჯვება, რომ თურმე კურსკი გაათავისუფლეს, არადა ისინი ფიქრობდნენ, რომ 3 დღეში აიღებდნენ კიევს, მაგრამ 3 წელი გავიდა და კურსკის გათავისუფლებას ულოცავენ ერთმანეთს.

ვხედავთ რა ვითარებაა მსოფლიოში, ნამდვილად არ არის ეს რუსეთის და რაშისტული იმპერიის სასარგებლოდ, ყველაფერი იქნება ისე, როგორც ქართველ ხალხს გაუხარდება, რაშიზმი აუცილებლად დამარცხდება და შესაბამისად დამარცხდება რუსეთის მეხუთე კოლონა საქართველოში”, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.