ჩვენ 2012 წლიდანვე ვიცოდით ჩვენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი იყო, რომ გაერუსებინა ქვეყანა და ქვეყნის სუვერენიტეტის მაქსიმალური დაზიანება დაეწყო და ბოლოს რაღაც წერტილზე გაენადგურებინა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ქართველი ხალხი ებრძვის და არა "დიფ სთეითი".

"ჩვენ 2012 წლიდანვე ვიცოდით ჩვენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი იყო, რომ გაერუსებინა ქვეყანა და ქვეყნის სუვერენიტეტის მაქსიმალური დაზიანება დაეწყო და ბოლოს რაღაც წერტილზე გაენადგურებინა. საბედნიეროდ, იმ წერტილამდე არ ვართ მისულები და სანამ იმ წერტილამდე მივა ივანიშვილი და მისი რუსული ბანდა, მანამდე დასრულდება მათი მმართველობა და ვეღარ შეძლებენ.

"დიფ სთეითი" კი არა, მათ ებრძვით ქართველი ხალხი, იმის გამო, რომ მათ ქვეყნის გარუსება უნდათ. ამას ვამბობდით ჩვენც 2012 წელსაც, 2014-შიც, 2015-შიც. მათი ნებისმიერი ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანას სუვერენიტეტი დაუკარგონ. ეს ყველაფერი ეტაპებად აქვთ გაყოფილი, რომ გააღარიბონ სახელმწიფო, ადამიანები თავიანთზე დამოკიდებულები გახადონ, რომ მორჩილებაში იყვნენ მუდამ მათზე", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.