შემდეგი სიაში ცხადია, არის ივანიშვილი და ბიზნესები, რომლებიც რეჟიმს აძლიერებენ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის გზა და ნაბიჯი, რომელსაც ბრიტანეთი ეტაპობრივად, ნელ-ნელა დგამს.

"ეს არის გზა და ნაბიჯი, რომელსაც ბრიტანეთი ეტაპობრივად, ნელ-ნელა დგამს. ერთი შემთხვევაც არ არსებობს, მათ შორის რუსეთთან მიმართებით, რომ ერთიანად დაესანქცირებინა მოძალადე რეჟიმის ყველა წარმომადგენელი. ნელ-ნელა ცდილობს ბრიტანეთი, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აიძულოს, წავიდეს დიალოგზე, დანიშნოს ახალი არჩევნები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და ამ გზას ის მიჰყვება ნელი ნაბიჯებით.

ჩვენ გვინდა, რომ ერთიანად დასანქცირდეს ყველა, მაგრამ ეს არ არის საერთაშორისო გამოძიება, ამიტომ შემდეგი სიაში ცხადია, არის ივანიშვილი და ბიზნესები, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებენ", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.