პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე სასამართლოს მიერ დაკისრებული 50 000-ლარიანი გირაოს გადახდას აპირებს. 

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, პოლიტსაბჭომ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ გიორგი ვაშაძე ბრძოლის წინა ხაზზეა საჭირო.

გიორგი ვაშაძეს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 50 000-ლარიანი გირაო სასამართლომ 23 აპრილს შეუფარდა.

თეა წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეფარდებული ჰქონდა ოპოზიციის არაერთ ლიდერს, მათ შორის ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გირაო გადაიხადეს, ირაკლი ოქრუაშვილის გადაუხდელობის გამო აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეეცვალა. პოლიტიკოსების ნაწილი, მათ შორის ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე, აცხადებენ, რომ გირაოს გადახდას არ აპირებენ.