10:00 საათზე - "2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე“ საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(კორპუსი A, III სართული, ოთახი N304).

10:30 საათზე - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 1

საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

 

11:00 საათზე - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პატრონიანი ცხოველების კარდაკარ მონიტორინგი იწყება. რას შეამოწმებენ მონიტორები ბინაზე; რა ვალდებულებები ეკისრებათ ცხოველების მეპატრონეებს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

მისამართი: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო ნომერი: 599 726 565

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში "თბილისი მოლთან" სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე ბრალდებულ გიგი უგულავასა და კიდევ 7 პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

 

15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალდებულ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.