ორ რამეზე დგას ეს რეჟიმი - სამართალდამცველებზე, რომლებიც არიან ჩვეულებრივი "შპანა" და მეორე - ეს არის დეზინფორმაციის კამპანია, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობის ახალ ეტაპს ოპოზიცია დაუპირისპირებს ერთიანობას.

"ძალადობის ახალ ეტაპს, რასაც ჩვენ ველოდით თვითმარქვია რეჟიმისგან, ჩვენ ვუპირისპირებთ ერთიანობას. დავიცავთ ყველა ახალგაზრდას ყველა მექანიზმით და დარწმუნებული ვარ, საბოლოო გამარჯვებამდე მივალთ და ყველა მათგანი იქნება თავისუფალი.

რაც მთავარია, ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რომ არა მხოლოდ გავაგრძელოთ პროტესტი, არამედ საყოველთაო დაუმორჩილებლობა იყოს მთელ საქართველოში. ეს არის ჩვენი ამოცანა. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ და მერწმუნეთ, ორ რამეზე დგას ეს რეჟიმი - სამართალდამცველებზე, რომლებიც არიან ჩვეულებრივი "შპანა" და მეორე - ეს არის დეზინფორმაციის კამპანია", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. შეკრების მიზანი სამოქმედო გეგმის შემუშავება იყო.