ჩვენ ვხედავდით, რომ ეს მცოცავი ავტორიტარიზმი დიქტატურაში აუცილებლად გადაიზრდებოდა, -  ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ავტორიტარი და დიქტატორი იყო.

"ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ავტორიტარი და დიქტატორი იყო. ეს ადამიანი არ მალავს ხოლმე თავის განზრახვებს, მან პირდაპირ დააანონსა ის, რაც ხდება. არავინ არ თქვას, რომ დემოკრატიული სისტემა იყო 2012 წლის შემდეგ, ძალიან თანმიმდევრული, ცივსისხლიანი ტრანსფორმაცია ხდებოდა ავტორიტარულ დიქტატორულ სისტემად. უბრალოდ, სისტემა ისე იყო აწყობილი და იმდენად მყარი ბმები გვქონდა დასავლეთთან სწორედ "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის წყალობით, რომ უფრო რთული იყო მასშტაბური რეპრესიების წარმოება.

ჩვენ ვხედავდით, რომ ეს მცოცავი ავტორიტარიზმი დიქტატურაში აუცილებლად გადაიზრდებოდა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.