"ოცნების" სიაში კრიტერიუმი მხოლოდ ივანიშვილისა და კობახიძის კლანისადმი ლოიალურობაა”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

“ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს არის კრიმინალური სინდიკატი, სადაც ერთადერთი ნიშანი, რითაც არჩევენ ხოლმე ადამიანებს, მათ შორის საჯარო თანამდებობისთვის თუ კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის, არის ლოიალურობა, ამიტომაც შეგვიძლია ვნახოთ ნებისმიერი ტიპის ადამიანი, მომღერლებიდან დაწყებული და დასრულებული სხვა პროფესიით, მათი შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი გახლავთ ლოიალურობა ივანიშვილის და ამ შემთხვევაში კობახიძის კლანის მიმართ, ეს არის ერთადერთი შერჩევითი  პრინციპი, როდესაც ვსაუბრობთ ივანიშვილის ბანდის წევრებზე”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.