მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველი კადრების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, ამის შესახებ საზოგადოება იქნება ინფორმირებული.

"მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება და ამაზე საზოგადოება იქნება ინფორმირებული“, - განაცხადა კობახიძემ.