ეს არის კიდევ ერთი  კარგი ილუსტრაცია იმისა, რომ საქართველოს ე.წ. ხელისუფლება არის რუსეთის, ირანისა და ჩინეთისკენ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის სამშობლოს ღალატი.

"ის, რაც ჩვენ გავიგეთ, არის სამშობლოს ღალატი იმიტომ, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მხარს უჭერს ირანის ბოროტ რეჟიმს, რომელიც მთელ მსოფლიოს ემუქრება ბირთვული იარაღით და უპირისპირდება შეერთებულ შტატებსა და ისრაელს. 

ეს არის კიდევ ერთი  კარგი ილუსტრაცია იმისა, რომ საქართველოს ე.წ. ხელისუფლება არის რუსეთის, ირანისა და ჩინეთისკენ. ამ ღონისძიებას დაესწრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ასევე ტაჯიკეთიდან, ყაზახეთიდან", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირანის საელჩოში 2 ივლისს გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც "ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას  ეძღვნებოდა".