“ისტორიული რეალობა უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება ყველასთვის, რომ ივანიშვილი და მისი ბანდა არის დაჯგუფება, რომელმაც ჩამოაცილა საქართველო დასავლეთს, ხოლო ჩვენი პოლიტიკური ძალა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით იყო ის ლოკომოტივი, რომელიც ყველაზე დიდ როლს თამაშობდა დასავლური ინტეგრაციის პროცესში. ეს ყველაფერი უკვე ცხადია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

“გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია ვიხილეთ მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა პოლიტპატიმარზე იყო საუბარი, მათ შორის ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე, მიხეილ სააკაშვილზე. რიგმა პოლიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” როლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს ისტორიული რეალობა უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება ყველასთვის, რომ ივანიშვილი და მისი ბანდა არის დაჯგუფება, რომელმაც ჩამოაცილა საქართველო დასავლეთს, ხოლო ჩვენი პოლიტიკური ძალა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით იყო ის ლოკომოტივი, რომელიც ყველაზე დიდ როლს თამაშობდა დასავლური ინტეგრაციის პროცესში. ეს არის ყველაზე მეტად ხილული ივანიშვილის დიქტატურის დამყარების შემდგომ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.