ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი და მისი მეგობრები ახლავე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების” რეჟიმის სისასტიკე ესკალაციას აგრძელებს.

"ქართული ოცნების” რეჟიმის სისასტიკე ესკალაციას აგრძელებს. წითელი ხაზები დიდი ხნის წინ გადაიკვეთა, მაგრამ დღევანდელი ძალიან ნამეტანია.

ზურაბ ჯაფარიძე, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, დააპატიმრეს.

ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი და მისი მეგობრები ახლავე”, - წერს რასა იუკნევიჩიენე.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.