მგონია, რომ ეს ყველაფერი აშშ-ს, როგორც ჩვენი საუკეთესო მოკავშირეს, კიდევ უფრო გაააქტიურებს და მოტივაციას მისცემს, რომ დაუდგეს ამ პროტესტს გვერდში, დემოკრატიის გადასარჩენად, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელმა დღემ ყველას უნდა მისცეს დამატებითი ბრძოლის ჟინი და მოტივაცია.

"დღევანდელმა დღემ ყველას უნდა მოგვცეს დამატებითი ბრძოლის ჟინი და მოტივაცია. თუ ოდნავ მაინც გვაქვს ანალიტიკური უნარი, ეს ბრძოლა ასეთი პრინციპული ნაბიჯებით დასრულდება შედეგით - ცვლილებებით.  

საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ბრძოლა ღირს ბოლომდე. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი აშშ-ს, როგორც ჩვენი საუკეთესო მოკავშირეს, კიდევ უფრო გაააქტიურებს და მოტივაციას მისცემს, რომ დაუდგეს ამ პროტესტს გვერდში, დემოკრატიის გადასარჩენად. 

ზურა არის პოლიტიკური კლასის სახე. ზურამ ოდნავადაც არ დახარა თავი და ეს არ არის ადვილი, ძალიან ბევრი მამაცი ადამიანი მინახავს, რომელიც უკრაინაში ომში ყოფილა, მაგრამ როდესაც დაჭერის საშიშროება ჰქონდა თავად უთქვამს, რომ ვერ გაძლებდა. ციხეში, ოთხ კედელში გამომწყვდევა სხვა ძალისხმევას მოითხოვს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს გირაო დღეს პატიმრობით შეუცვალეს და სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.