ივანიშვილისთვის უკიდურესად დამაზიანებელია ნებისმიერ იურისდიქციაში მისთვის დაწესებული სანქცია, რაც ნიშნავს მისთვის ხელ-ფეხის შეკვრას ახალი ბიზნესსაქმიანობის და ფულის შოვნისთვის, - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საფრანგეთის მხრიდან დასანქცირება მისთვის იქნება მნიშვნელოვნად დამაზიანებელი იმიტომ, რომ ის არის ამ ქვეყნის მოქალაქე.

"ივანიშვილისთვის უკიდურესად დამაზიანებელია ნებისმიერ იურისდიქციაში მისთვის დაწესებული სანქცია, რაც ნიშნავს მისთვის ხელ-ფეხის შეკვრას ახალი ბიზნესსაქმიანობის და ფულის შოვნისთვის.

შარშან გამოქვეყნებული მისი დეკლარაციიდანაც კი ჩანს, რომ მაგალითად,  მას პარიზის შემოგარანეში ორი მიწის ნაკვეთი აქვს, მათ შორის ერთ-ერთი 110 000  კვადრატული მეტრია. მნიშვნელოვანი უძრავი ქონება გააჩნია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მას ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის ძვირფასეულობა, მოძრავი ქონება. 

საფრანგეთის მხრიდან დასანქცირება მისთვის იქნება მნიშვნელოვნად დამაზიანებელი იმიტომ, რომ ის არის ამ ქვეყნის მოქალაქე, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შესაძლებელია, მომავალში პრობლემები შეექმნას მათ შორის მოქალაქეობასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ როგორც საჯარო წყაროებიდანაა ცნობილი, გარკვეულ მაქინაციებსაც კი უკავშირებენ მის მიერ მოქალაქეობას მიღებას. ასე რომ, ივანიშვილის პრობლემები არ დაილევა, სანამ ის არ გადავა ქართველი მოქალაქეების მოსმენაზე, არ დანიშნავს ახალ არჩევნებს და არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს", -  განაცხადა ირაკლი აბესაძემ.