ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა დღეს ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების მოთხოვნით მეორედ მიმართა პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას, - ამის შესახებ "ახალის" განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, პოზიცია უცვლელია - ნიკა გვარამია კომისიაზე გამოცხადებას არ აპირებს.

"ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების მოთხოვნით მეორედ მიმართა პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას.

ჩვენი პოზიცია უცვლელია - არც ერთ ეტაპზე არ ვაპირებთ მივიღოთ რეჟიმის თამაშის წესები, მივანიჭოთ მცირედი ლეგიტიმაცია მაინც და ვითანამშრომლოთ ე.წ. კომისიასთან, რომელიც რეალურად ემსახურება ეროვნული ინტერესების ღალატსა და ისტორიის გადაწერას.

თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, შეურიგებლობა და ართანამშრომლობა, მათ შორის, არმონაწილეობა არჩევნებადწოდებულ ფარსში, არის გზა გამარჯვებისკენ", - აღნიშნულია განცხადებაში.