მაქვს ინფორმაცია, რომ 3+3 ფორმატზე არის მსჯელობა, რომ საქართველო უფრო აქტიურად შეუერთდეს, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის ამოცანაა, რომ საქართველო ბოლომდე რუსულ წუმპეში დატოვოს.

"მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სრული სიმართლე.

ასეთი რამ საქართველოში ჯერ არ მომხდარა, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩვენი პარტნიორები, საელჩოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები არ შემოეშვათ და ელჩებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ. მე არ მახსოვს მთელი ჩემი საქართველოში ცხოვრების მანძილზე და ამიტომ, ეს იმის მაჩვენებელია, რომ პირდაპირ მითითება აქვთ - დაახლოებით 6 თვეში თავიდან ბოლომდე რუსულ პლატფორმაზე იყვნენ, ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ 3+3 ფორმატზე არის მსჯელობა, რომ საქართველო უფრო აქტიურად შეუერთდეს. 

ბიძინა ივანიშვილს დასავლეთთან ურთიერთობის დალაგება არც არასდროს უნდოდა, მისი ამოცანაა, რომ საქართველო ბოლომდე რუსულ წუმპეში დატოვოს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადასტურებს, რომ 21 მაისს, თბილისის აეროპორტში ჩასვლისთანავე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთ-ერთ წევრს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მიეცა. მისივე ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა ამ დამამცირებელ ინციდენტზე და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია დაბრუნდეს თავის სამუშაო ადგილზე.