საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"მიუღებელია მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა, რაც თბილისში ამ საღამოს მოხდა.

საქართველო კანდიდატი ქვეყნის მიმართ არსებულ მოლოდინებს ვერ ამართლებს.

ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის", - წერს კაია კალასი.

თბილისში, დღევანდელ აქციაზე 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაკავების შემდეგ სცემეს.