შუბლის ძარღვის გაწყვეტის ხორცშესხმა ხდება ჩვენ თვალწინ სასამართლოში, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დროა, ყველა ოპოზიციურმა ფიგურამ გააანალიზოს, რომ კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეს და გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაერთოს.

"დროა, ყველა ოპოზიციურმა ფიგურამ გააანალიზოს, რომ კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეს და გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაერთოს. 

შუბლის ძარღვის გაწყვეტის ხორცშესხმა ხდება ჩვენ თვალწინ სასამართლოში. კანონი აღარ კანონობს, მორალი აღარ არის, ეთიკა აღარ არის. უბრალოდ, ვიღაც ბანდამ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება. 

როცა კიდევ დაიწყებს ადამიანი საარჩევნო პროცესზე, ეს ადამიანები რეჟიმის ფოთლები იქნებიან, დაფარავენ ამ რეჟიმს დემოკრატიის შესაქმნელად, ამიტომაც, ამ დღევანდელმა ფაქტმაც უნდა მიუთითოს ყველას კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე. ახლა მართლა ბრძოლის დროა. წინააღმდეგობა ვისაც არ შეუძლია, მაშინ უნდა  აღიაროს, რომ ავტორიტარიზმს ვერ შეებრძოლება და მით უმეტეს, ოპოზიციონერობაზე არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. 

ბოლოს და ბოლოს, არავის ეხალისება ციხეში წასვლა, შვილი ჰყავს ნიკა მელიას და ოჯახის წევრები და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ აღქმული ეს ყველაფერი, უნდა გააანალიზონ, რომ ახლავე უნდა შეწყვიტონ ნებისმიერი სახის კოჰაბიტაცია", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.