ძალიან მალე ივანიშვილის შემდგომ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ არაოფიციალური მოლაპარაკებები არსებობს რუსეთთან.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ არაოფიციალური მოლაპარაკებები არსებობს. ეს ოლიგარქიული წრე რუსების - ეს ევტუშენკოვი, დერიპასკა და ა.შ., ადამიანები, ვინც ძალიან ახლოს არიან პუტინთან, რა თქმა უნდა, ივანიშვილიც იყენებს მათ და საკუთარ წარსულს და აწმყოს პუტინთან სასაუბროდ. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ დროის საკითხი და რა თქმა უნდა, ის ღალატის ისტორია, რასაც ჩვენ ვუყურებთ პირდაპირ ეთერში და არა მხოლოდ და საქართველოს პირდაპირ ჩაბარება მოღალატეობრივად რუსეთთან, ეს არის ზუსტად დასტური იმის, რომ ძალიან მალე ივანიშვილის შემდგომ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.