ხელისუფლების მხრიდან მოსამართლის მიმართ ზემოქმედების მცდელობას ყოველთვის აქვს ადგილი არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაშიც, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ დავით ჯუღელმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია, რამდენად შეძლებს ესა თუ ის პიროვნება, გაუძლოს ზეწოლას და მცდელობის საწყის ეტაპზევე აღკვეთოს ის.

"ხელისუფლების მხრიდან მოსამართლის მიმართ ზემოქმედების მცდელობას ყოველთვის აქვს ადგილი არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაშიც, მთავარია, რამდენად შეძლებს ესა თუ ის პიროვნება, გაუძლოს ამ ზეწოლას და თავიდანვე, მცდელობის საწყის ეტაპზევე აღკვეთოს. არის უამრავი მოსამართლე,  რომლის სახელს და გვარს ასე საჯაროდ ვერ გაიგებთ, ვინაიდან, მათ არასდროს არ დაეწერებათ იმ სახის და იმ კატეგორიის საქმეები, რომელზედაც კონკრეტული ხელისუფლის მიმართ რაიმე სახის დაკვეთა არსებობს.

გააჩნია კონკრეტულ საქმეს და კონკრეტულ ინტერესს. ხშირ შემთხვევაში კერძო პირის ინტერესი უფროა კონკრეტულ საქმეზე, რითაც თავის გამოჩენა სურთ ამა თუ იმ ხელისუფალთან. 

რაც შეეხება საარჩევნო დავებს, ეს ხელისუფლებაში უსაზღვროდ დარჩენის სურვილით აღსავსე პირების ერთობლივი დაკვეთა იქნებოდა. აქ ფორმას, რა სახის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კონკრეტულ მოსამართლემდე მიიტანს მისი ხელმძღვანელი", - განაცხადა დავით ჯუღელმა.