მარკო რუბიომ გუშინდელ განცხადებაში ხაზი გაუსვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს - პირველ რიგში, რომ ჩვენ ვართ უმნიშვნელოვანესი რეგიონში და რომ გვყავს ანტიამერიკული დე ფაქტო მთავრობა, რომელიც აუცილებლად გადაიხდის საფასურს ანტიამერიკული ქმედებებისთვის, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

"მარკო რუბიოს განცხადებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და აშშ ცხადია არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას ივანიშვილის რუსული აგენტურის პირისპირ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვა უმნიშვნელოვანეს საკითხებს, პირველი ის, რომ ჩვენ ვართ უმნიშვნელოვანესი რეგიონში, ჩვენ ვართ ყურადღების არეალში ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ გვყავს ანტიამერიკული დე ფაქტო მთავრობა და მათ შორის გაირკვა ის, რომ ივანიშვილის დე ფაქტო მთავრობა აუცილებლად გადაიხდის საფასურს ანტიამერიკული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული და რაც მთავარია ანტიეროვნული ქმედებებისთვის", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.