აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ღიად დაადასტურა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ანტიამერიკული ხელისუფლება,  -  ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ განიხილავს ყველა ზომას იმისთვის, რომ ფასი გადაიხადოს ანტიამერიკულმა მთავრობამ.

"ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ამერიკელი პოლიტიკოსებისგან, კონგრესმენებისგან, სენატორებისგან შეფასება, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ანტიამერიკული, პრორუსული, პროჩინური და პროირანული ხელისუფლება, თუმცა "რუსული ოცნების" წევრები ყოველთვის პროპაგანდირებდნენ, რომ ეს არ წარმოადგენდა აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას, რადგან სახელმწიფო დეპარტამენტისგან არ ისმოდა ეს შეფასებები. დღეს მათ ეს პასუხიც მიიღეს, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ღიად დაადასტურა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ანტიამერიკული ხელისუფლება. მან ასევე ის ახსენა, რომ აშშ განიხილავს ყველა ზომას იმისთვის, რომ ფასი გადაიხადოს ანტიამერიკულმა მთავრობამ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.