“ვვარაუდობ, რომ ლაშას პატიმრობას მიუსჯიან ერთი მარტივი მიზეზით, არ სურთ, ჩემს გვერდით იდგეს. ამ გზით სიგნალს უგზავნიან სხვებსაც: თუ ხაბეიშვილის გვერდით იქნებით - დაგიჭერენ”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

“ლაშა პატრიოტია, საკუთარი ოჯახის მოყვარული, უანგარო ქართველი, რომელიც ყველა ბრძოლაში ჩემ გვერდით იდგა, ყოველგვარი ანგარების გარეშე. ის არის ჩემი მეგობარი და ძმა. სწორედ ამიტომ დააკავეს - უნდათ ჩემზე ზეწოლა მოახდინონ.

დღეს ლაშა დააკავეს, ხვალ ტიტუშკას მომიგზავნიან.

დარწმუნებული ვარ, სასამართლოზე ბევრი საინტერესო რამ გაჟღერდება. ლაშა მებრძოლი ადამიანია და იქ ისაუბრებს აბსოლუტურ სიმართლეზე, რაც საზოგადოებისთვისაც ბევრ რამეს გაამხელს.

ვვარაუდობ, რომ მას პატიმრობას მიუსჯიან ერთი მარტივი მიზეზით - არ სურთ, ჩემს გვერდით იდგეს. ამ გზით სიგნალს უგზავნიან სხვებსაც: თუ ხაბეიშვილის გვერდით იქნებით, დაგიჭერენ.

მაგრამ ბოდიში და, ჩემს გვერდით კობახიძის მსგავსი მხდალი ადამიანები არ დგანან, ჩემს გვერდით არიან საქართველოს პატრიოტები, მებრძოლი ადამიანები. და ჩვენ ბევრნი ვიქნებით, ამას ყველა ნახავს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.