ამ ქვეყანაში ძირეული ცვლილების მოტანა შეუძლებელია ჩემი თაობის და ახალგაზრდობის აქტიური ჩარევის გარეშე, -  ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს თაობა იქნება მთავარი შემოქმედი ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟის.

"მე მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ძირეული ცვლილების მოტანა შეუძლებელია ჩემი თაობის და ახალგაზრდობის აქტიური ჩარევის გარეშე და ვთვლი, რომ სწორედ ისინი იქნებიან მთავარი შემოქმედები ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟის. 

დიახ, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია - ამის თქმის გამო, ორი სტუდენტი გამოკეტეს ციხეში.

ჩვენ სტუდენტურ მოძრაობებთან ყოველთვის მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს და ჩვენი შესაძლებლობები რაც არის, მაქსიმალურად ვეხმარებით. არც ეს იქნება გამონაკლისი და ვიქნებით ჩართულები", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

12:00 საათზე ჭავჭავაძის გამზირზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიიდან სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლების საპროტესტო აქცია დაიწყება. ისინი დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ.