"ქართული ოცნების"  რამდენიმე სანქცირებულმა მაღალჩინოსანმა დარეკა ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვებით, თუ რა ეწეოდათ მათ აქტივებს, როგორ შეძლებენ სანქცირებულთა სიიდან თავის დაღწევას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა.

მისივე თქმით, პერსონალური სანქციები იყო უნივერსალური გზავნილი.

"ჩვენ მივიღეთ უნივერსალური გზავნილი. ყველა კოლეგა კომისიიდან ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ამას შეაჩერებდა, არის პერსონალური სანქციები. ერთადერთი, რაზეც მათ რეაგირება მოახდინეს, მათ დაურეკეს ხალხს კითხვებით - რა ბედი ეწია ჩემს აქტივებს, ჩემს სახლს ესპანეთში, ჩემს შვილებს, რომლებიც ბელგიაში სწავლობენ. 

პერსონალური სანქციები იყო უნივერსალური გზავნილი. ყველა თანამოსაუბრემ, რომელსაც შევხვდით, ისაუბრა ამ ერთადერთ რეაქციაზე, რომელიც წარსულში გვქონდა. დასახელდა რამდენიმე სახელი, რომ მათ დარეკეს ევროკავშირში და არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვით, როგორ შეგვიძლია ამ სიიდან გასვლაო", - განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.