საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
მერაბ ტურავას უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 2025 წლის 30 მარტს ამოეწურა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
მერაბ ტურავას უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 2025 წლის 30 მარტს ამოეწურა.
1745940600
მისივე თქმით, "ოცნებას" დასავლეთთან კავშირი უწყდება."სამოგზაურო ვიზის შეზღუდვაც კი, რა თქმა უნდა, უმძიმეს გარემოებას ქმნის სანქცირებული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის, იმიტომ რომ, ეს ნიშნავს იმ ქვეყნებში შესვლის შეზღუდვას არა მხოლოდ სამოგზაუროდ, არამედ სასწავლებლად, სამედიცინო თვალსაზრისით, სამეცნიერო თვალსაზრისით და ა.შ. მათ დასავლურ კულტურასთან მთლიანად უწყდებათ კავშირი.ვინც ფინანსურად დასანქცირდა, რა თქმა უნდა, ეს უმძიმესია, მაგრამ ეს უნდა იყოს მაგალითი არა მხოლოდ იმ ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც უკვე დასანქცირდნენ, არამედ დანარჩენი მრავალათასიანი საჯარო სამსახურში დასაქმებულისთვისაც", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
1745938205
პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება 28 აპრილს წარუდგინა.ის საგამოძიებო კომისიაზე 11 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ მივიდა.ამ ეტაპზე უცნობია, გადაიხდის თუ არა მელია გირაოს.საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
1745936840
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აპრილს, გორში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა მამა-შვილს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
1745934933
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ 13 მარტს მოწამლეს."მივმართავ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს და ოპოზიციის წარმომადგენლებს.დაგეგმილია ჩემი ლიკვიდაცია, რასაც რუსული რეჟიმი ფსბ-სთან ერთად ხელმძღვანელობს. ამისათვის გამოიყენებენ მიზეზს ჩემს თანდაყოლილ თირკმლის პათოლოგიას და სისხლში თრომბოციტების მაჩვენებელს.საქმე უკავშირდება ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას თუ როგორ ცდილობს ფსბ და რუსული ოცნება, სხვადასხვა ქვეყნების მათ შორის ამერიკელი მაღალჩინოსნების გადმობირებას.ჩემს ხელთ არის მასალა თუ როგორ ხდებოდა ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნების გადმობირება, ასევე რა გზას მიმართავდა რუსეთი, ოცნების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების მეშვეობით, მათი იძულებით გადმობირებისთვის.ისინი იყენებდნენ ე.წ "თაღლითურ ქოლცენტრებს" და ფინანსურ რესურსებს. ეს პიროვნებები გახლავთ, სხვადასხვა სტრუქტურის მაღალჩინოსნები. ახლავე მსურს განვაცხადო, რომ არ ვითანამშრომლებ არცერთ ქართულ საგამოძიებო უწყებასთან, რადგან თვითონ მფარველობენ და ახორციელებენ ამ დანაშაულს, მაგრამ მზად ვარ ამერიკული ან სხვა საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში დეტალური ინფორმაცია მივაწოდო მათ.ეს იქნება ზემოთ ხსენებული პირებზე მასალები, თუ რა ფორმით და როგორ მოხვდა მათთან ფსბ-ს დაკონტაქტება ოცნების დახმარებით.კიდევ ერთხელ ვიმეორებ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მზად ვარ დეტალური ინფორმაცია, თანმხლები დოკუმენტაციით გადავცე შეერთებული შტატების საგამოძიებო უწყებებს და ევრო ჯასტისს.ღრმად მჯერა უახლოეს პერიოდში "ქართული ოცნების" მინიმუმ 6 მაღალჩინოსანი მიეცემა სისხლის სამართლებრივ დევნაში.ვიცი ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ არაფერი გამორიცხული არ არის, მინიმუმ უაზრობა იქნება რაიმე სახით ხელის შეშლა, რადგან ეს ინფორმაცია არის დუბლირებული.მივმართავ სახალხო დამცველს, დააწესოს 24 საათიანი მონიტორინგი ჩემს საკანზე.ობიექტურობისთვის მინდა აღვნიშნო, ნურავინ მიიტანს ეჭვს ნამდვილად უდანაშაულო და კეთილსინდისიერ ციხის საავადმყოფოს ექიმებზე.ამას ისე გააკეთებენ, რომ ციხის ადმინისტრაციას არავინ შეეკითხება.არ მსურს საზოგადოებას ეგონოს, წამით მაინც შიშმა მომიცვა, საკანში ფიზიკურად მარტო ვარ, თუმცა მგონია, რომ ამასთან ერთად მერაბ კოსტავა, გიორგი ანწუხელიძე და ყველა ქართველი გმირები ჩემს გვერდით არიან.ეს არ გახლავთ ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, როგორც ბოლო გადაცემაში ფსბ-ს აგენტ ბორია ივანიშვილს დავპირდი, ჯერ ბოლო გვერდი არ გადამიშლია. ახლა გადავშლი, რომელიც 3 თავისგან შედგება. ამ განცხადებაში მოყვანილი ამბავი, მხოლოდ პირველ თავს წარმოადგენს.მე უკვე დარწმუნებული ვარ, რომ 13 მარტს მომწამლეს, გარდა იმისა, რომ ეტლს ვარ მიჯაჭვული, არ მაქვს მხედველობა ერთ თვალში, ამას ემატება თეთრი ლაქები ფეხებზე და ჩემთვის უჩვეულო კანის მტვრევა. ამ განცხადების გამოქვეყნებიდან უარს ვაცხადებ ამ დაწესებულების საკვებზე და სასმელზე, მხოლოდ მივიღებ ჩემი ოჯახის შემოგზავნილ წყალსა და საკვებს, თუ ეს შეუძლებელი იქნება, ვიქნები სრულ შიმშილობაზე.მეგობრებო, ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ და საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, სხვა დროს ასეთი შანსი შეიძლება აღარ იყოს. გავიმარჯვებთ სახელოვნად! ყველა პოლიტპატიმარს, სინდისის პატიმრებს, მზია ამაღლობელს და მედროშე თემურ ქათამაძეს, ვუსურვებ მხნეობასა და გამძლეობას.ადამიანები გარედან ვერ წარმოიდგენენ რა რთული გზის გავლა უწევს თითოეულ მათგანს, მაგრამ ყველას გვაქვს ერთი - საქართველოს სიყვარული!", - წერს გიორგი ჩიკვაიძე.
1745933633
ორგანიზაციების განცხადებით, ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა."ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქვემორე ხელმომწერი წარმომადგენლები, ვგმობთ 2025 წლის 29 აპრილს საზოგადოებრივი ფონდების ხელმძღვანელი პირების სახლში ჩატარებულ კოორდინირებულ ჩხრეკებს. ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა.ეს ორგანიზაციები არსებით როლს ასრულებენ იმ სფეროებში, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერა არასაკმარისია და უზრუნველყოფენ საკვებს, თავშესაფარს, სამედიცინო დახმარებას, განათლებასა და ფსიქოსოციალურ სერვისებს მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენება ამგვარი ფონდების საქმიანობის ხელშესაშლელად არა მხოლოდ მორალურად გაუმართლებელია, არამედ მიმართულია თანაგრძნობის გამოხატვის კრიმინალიზაციის და იმ ადამიანების გაჩუმებისკენ, ვინც ღირსებისა და სამართლიანობისთვის იბრძვის. ჩხრეკები, რომლებიც არასათანადო სამართლებრივი საფუძვლისა და გამჭვირვალობის გარეშე ჩატარდა, პოლიტიკურად მოტივირებულია და წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ფართო კამპანიის ნაწილს.ეს თავდასხმა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ზოგადი ტენდენციის ნაწილია, რომელიც მოიცავს ე.წ. რუსული კანონისა და „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის მიღებას, მედიის შევიწროებას და დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოებზე მუდმივ ზეწოლას და საფრთხეს უქმნის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და მის საერთაშორისო რეპუტაციას.მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია აღნიშნულ ქმედებებზე და ამ კრიტიკულ მომენტში ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების გვერდით დადგნენ.ჩვენ ვერ დაგვაშინებენ. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ მათ დახმარებას, ვისაც ეს სჭირდება. ჩვენ დავიცავთ საქართველოს დემოკრატიულ მომავალს", - აღნიშნულია განცხადებაში.
1745930468
თბილისში 30 აპრილს და 1 მაისს შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 აპრილიდან ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 1 მაისს კი შედარებით დათბება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30 აპრილიდან ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30 აპრილიდან ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა და სეტყვა აღინიშნოს.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
1745929422
მისი თქმით, ამოიღეს ტექნიკა და ძველი მობილური ტელეფონები.როგორც მან აღნიშნა, პროკურატურა რასაც აკეთებდა, სუსი მეთვალყურეობას უწევდა."დილის 9 საათი ჯერ არ იყო, როდესაც მივიღე შეტყობინება ჩემი ადვოკატისგან, რომელიც ასევე არის "ფროსფერითის" ადვოკატი, რომელმაც მითხრა, რომ იქ შევიდნენ ჩხრეკაზე და იცოდე, მაინც ინფორმაციას გაწოდებ. ამის შემდეგ, ჩემი შვილი წავიდა და მითხრა, რომ დაბლა ძალიან ბევრი პოლიციელი იყო და მივხვდი, რომ ჩხრეკაზე შემოდიოდნენ. ერთადერთი მინდოდა, რომ საბას სახლიდან გაესწრო, მაგრამ ვერ გაასწრო.წინ იდგა ძალიან გამოპრანჭული პროკურორი ქალი, დილის 9 საათისთვის ზედმეტად მოწესრიგებული იყო. მასთან ერთად იყვნენ პროკურორები, რომლებსაც ეწერათ, რომ იყვნენ პროკურორები. იყო 5 ცალი, რაღაცნაირი, უფორმო პოლიციელი. საბამ ამოიცნო ერთი და მითხრა, რომ ეს არის პოლიციელიო. რომ მივხვდი უკვე ხელის მოკიდებას აპირებდნენ, რომ ტელეფონი წაერთმიათ, მე თვითონ მივეცი, საბა რახან იყო სახლში. პირველი, ყველაზე სერიოზული რეაქცია რაზეც ჰქონდათ, ეს იყო ლაივი და მე მათ ვუხსნიდი, რომ მათ მიმართ ნდომა არ მქონდა და შესაბამისად, ეს იყო ჩემი დაცვა, სანამ ადვოკატი მოვიდოდა. არც კი აპირებდნენ ჩხრეკის დაწყებას, სანამ ლაივს არ გავთიშავდი.საინტერესო იყო სუსის ეპიზოდი, რადგან პროკურატურა რასაც აკეთებდა, სუსი მეთვალყურეობას უწევდა. ეს არის საინტერესო, რადგან იქ ნდობის ფაქტორები არის სისტემაში მორღვეული, "ოცნება" სისტემაში ერთმანეთს ნაკლებად ენდობა. პროკურატურა რომ დადიოდა, სუსი ეუბნებოდა რა უნდა ექნა. ისინი ეუბნებოდნენ, ანიშნებდნენ, ისინი იღებდნენ პირდაპირ ეთერში გარკვეულ მინიშნებებს და პროკურატურაც ამის მიხედვით მოქმედებდა. მათი მთავარი ამბავი იყო, რომ ლაივში ეს ყველაფერი არ ყოფილიყო. ჩხრეკის განჩინება არის გაცემული პირველ აპრილს, მე რომ სამ აპრილს დავწერე სტატუსი, რომ ჩემს სახლში ჩხრეკაზე შემოდიან, ის ინფორმაცია იყო სწორი. სამართლებრივად ამიხსნეს, რომ ვადა გასდიოდა ამ ნებართვას და შესაბამისად გამოიყენეს ეს ნებართვა. აქ იყო ფონდის დოკუმენტებთან დაკავშირებული.ამოიღეს ყველაფერი საბას ნათლობიდან დაწყებული, მარიამის დაბადების დღით დამთავრებული. ტექნიკაც ამოიღეს, ამოიღეს ისეთი ძველი ტელეფონები, რომლებიც არ ირთვება და დანარჩენი ამოიღეს, ე.წ. ფლეშკები", - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩხრეკის დასრულების შემდეგ.
1745927873
"ამ ცილისმწამებელ კაგებეშნიცა მაყვალა გონაშვილს, შევარდნაძის დროინდელ მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, ეტყობა დავალება მიეცა სუსისგან, რომ ბინძური პროპაგანდა ავრცელოს ჩემი და ჩემი კოლეგების წინააღმდეგ - თურმე როგორ მავალებდა ევრაზიის ფონდი ისე წერას, რომ მიზანი საქართველოს "წარსულის დავიწყება" ყოფილიყო.თუ რამეს ვწერ, უმეტესად სწორედ იმას, რომ საქართველოს ახსოვდეს თავისი წარსული - ახსოვდეს რუსული ტერორის ისტორია და მისი აგენტების მიერ ჩადენილი ღალატი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.ივანიშვილ-მურუსიძის სასამართლოს ცხადია არ ვენდობი, მაგრამ მე მაინც შევიტან სარჩელს სასამართლოში ამ არამზადა, მატყუარა და ცილისმწამებელი მაყვალა გონაშვილის წინააღმდეგ, რადგან როცა ივანიშვილი გადავარდება და დემოკრატიული ხელისუფლება მოვა ქვეყნის სათავეში, ეს განცხადება ამოიღონ და პასუხი მოეთხოვოს ტყუილის, ცილისწამებისა და რუსული დავალებების შესრულებისათვის. ნუ გგონიათ, რომ შეგრჩებათ!" - წერს ბუღაძე.გონაშვილის თქმით, წინა ხელისუფლების დროს ლაშა ბუღაძემ "ბრწყინვალედ შეასრულა" დავალება, რომელიც საქართველოს წარსულის დავიწყებას ემსახურება."ევრაზიული ფონდის ერთ-ერთ პროექტში, განმარტებული იყო, იმისათვის რომ მომავალში საქართველო იყოს ძლიერი საჭიროა დაივიწყოს წარსული, შერჩეულიც ჰყავდათ რამდენიმე პიროვნება, ლაშა ბუღაძე დამამახსოვრდა, რადგან მან ბრწყინვალედ შეასრულა დავალება და თამარ მეფეზე შემზარავი ნაწარმოები დაწერა და მოგვიანებით ნაწარმოები "ოქროს ხანა", სადაც საუბარი იყო როგორი ჩამორჩენილი ქვეყანაა საქართველო, როგორ უნდა მამაკაცს მამაკაცზე დაქორწინება და ა.შ." - განაცხადა გონაშვილმა.
თბილისში ტაქსის მძღოლების აქცია მიმდინარეობს
1744712894
"ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში დაკვამლიანება მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა"
1745583391
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ე.წ. კაკლების დასახლებაში და მახათას მთაზე ხეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტები გამოავლინა
1744795006
"ჯერ არ შემოსულა და თითებს იქნევს, ცდილობს, რომ მონობას შეგვაჩვიოს, ხელისუფლებას ვეკითხები - რას აპირებთ"
1745400124
შს მინისტრის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა
1745516736