ბევრმა არ იცის, რომ 2008 წლის აგვისტოს ესკალაცია დაიწყო იმით, რომ ოკუპანტებმა თვის დასაწყისში სცადეს დიმიტრი სანაკოევის აფეთქება ქურთისკენ მიმავალ, ცხინვალის შემოვლით გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სანაკოევის ადმინისტრაცია იყო უტყუარი სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ეთნიკურ კონფლიქტთან, არამედ გარე აგრესორთან, ამიტომ, ლეგიტიმური ადმინისტრაცია 100%-ით რუსების მითითებით გაუქმდა.

"ბევრმა არ იცის, რომ 2008 წლის აგვისტოს ესკალაცია დაიწყო იმით, რომ ოკუპანტებმა თვის დასაწყისში სცადეს დიმიტრი სანაკოევის აფეთქება ქურთისკენ მიმავალ, ცხინვალის შემოვლით გზაზე. მაშინ სანაკოევი ბრონირებულმა ავტომობილმა გადაარჩინა, დაცვის რამდენიმე თანამშრომელი კი დაიჭრა.

ეს აჩვენებს, თუ როგორ აღიზიანებდა მტერს ცხინვალის რეგიონის ლეგიტიმური ადმინისტრაცია, სანაკოევის ხელმძღვანელობით.

ის, რაც რუსებმა მაშინ ვერ გააკეთეს, ახლა ივანიშვილმა დაასრულა. ეს ადმინისტრაცია იქნა ცხინვალის რეგიონის ათობით ათასი მცხოვრების მიერ არჩეული და ის იყო ცხინვალის რეგიონიდან დევნილების იურიდიული ბმა თავის საცხოვრებელ ადგილთან.

სანაკოევის ადმინისტრაცია ასევე იყო უტყუარი სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ეთნიკურ კონფლიქტთან, არამედ გარე აგრესორთან, ამიტომ, ლეგიტიმური ადმინისტრაცია 100%-ით რუსების მითითებით გაუქმდა.

ჩემი დასკვნა არის შემდეგი - ის, რასაც ახლა დიქტატურა აკეთებს, მხოლოდ ჟურნალია, მას ბევრად უფრო საშინელი გეგმები აქვს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.